მოსკოვი იმედოვნებს, რომ დებალცევოში შექმნილი ვითარება მინსკის სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის მიზეზი არ გახდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
"იმისათვის, რომ ვითარება დამშვიდდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს და აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი სტატუს-ქვოს აღდგენის მცდელობებს. კიევმა იმ ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, ვინც ამჟამად ალყაში იმყოფება. ვიმედოვნებ, საღი აზრი გაიმარჯვებს და უკრაინული მხარე დებალცევოს მოვლენების გამო მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარს არ იტყვის,"-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.