უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ უკრაინული სამხედრო ნაწილები დებალცევოს ტოვებენ. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დებალცევო უკვე დატოვა უკრაინელი სამხედროების 80-მა პროცენტმა, დღეს კი კონფლიქტის ზონიდან კიდევ 2 სამხედრო კოლონა გამოვა.
პოროშენკო კატეგორიულად უარყოფს სეპარატისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 3 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დებალცევოში ალყაშია მოქცეული.
მისი თქმით, ქალაქს უკრაინული სამხედრო ნაწილები აკონტროლებდნენ, რომლებიც დებალცოვოდან ორგანიზებულად გამოდიან.