კანადის მიერ რუსეთისთვის სანქციების დამატებითი პაკეტის დაწესებას ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა გააკეთა. "კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია, მით უმეტეს, იმ შეთანხმების ფონზე, რომელსაც ნორმანდიულმა ოთხეულმა მინსკში მიაღწია. გასაგებია, რომ ამას ევროკავშირის სანქციების კვალდაკვალ აკეთებენ, რაც არ შეიძლება ჩვენს შეშფოთებას არ იწვევდეს. რუსული მხარე უფლებას იტოვებს სანქციებს ადეკვატურად უპასუხოს,"-აღნიშნა აზიმოვმა.
მასალის გამოყენების პირობები