შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოს პოზიცია უნდა დაიბრუნეს. ამის შესახებ ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა ჯებ ბუშმა განაცხადა. მისივე თქმით, ობამა არათანმიმდევრულ და არადამაჯერებელ პოლიტიკას აწარმოებს, რის შედეგადაც შეერთებული შტატების პოზიცია მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მნიშვნელოვნად შესუსტდა. ჯებ ბუში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები