უკრაინის იარაღით მომარაგების საკითხს დღეს ვარშავაში განიხილავენ.
საგანგებო სხომას უშიშროების ეროვნული საბჭო გამართავს. პრეზიდენტობის კანდიდატის, პარტია "შენი მოძრაობის" ლიდერის, იანუშ პალიკოტის განცხადებით, სხდომას მოქმედი პრეზიდენტი კომოროვსკიც დაესწრება.
თავად პალიკოტი უკრაინის შეიარაღების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის პროვოცირებას ახდენს.