ინფორმაცია დონეცკის დეფაქტო ლიდერის დაჭრის შესახებ დასტურდება. ალექსანდრ ზახარჩენკო ამ დროისათვის დონეცკის საავადმყოფოში იმყოფება და როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ზახარჩენკო 17 თებერვალს დებალცევოში დაიჭრა, როდესაც ქალაქის დაბომბვისას გზაზე გადარბოდა. ჭრილობა მას ფეხის არეში აქვს მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები