დონბასში სიჩუმის რეჟიმი მოქმედებს. ამის შესახებ დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერები აცხადებენ. მათივე მტკიცებით, ზავის რეჟიმი მთელი ღამის განმავლობაში არ დარღვეულა. განსხვავებული მდგომარეობაა დებალცევოში, სადაც ამბოხებულთა თქმით, უკრაინელი სამხედროები მძიმე შეიარაღებას იყენებენ. პარალელურად, დებალცევოდან უკრაინული სამხედრო ნაწილების ევაკუაცია მიმდინარეობს, რაც ცოტა ხნის წინ ბატალიონ "დონბასის" მეთაურმა სემიონ სემენჩენკომაც დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები