უამინდობა არგენტინაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით ქალაქი და დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ კორდოვის რაიონს მიაყენა. წყალდიდობამ 7 ადამიანი იმსხვერპლა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია 1500-ზე მეტი სახლი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები