დონეცკის დეფაქტო პროკურატურამ პოროშენკოს, იაცენიუკისა
და ტურჩინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ არაღიარებული
რესპუბლიკის საინფორმაციოსააგენტო იტყობინება. უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერსა და უშიშროებისა
და თავდაცვის მდივანს სეპარატისტები სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებენ. დეფაქტო გენერალური
პროკურატურის განმარტებით, უკრაინის პირველმა პირებმა დონბასში უკანონო სამხედრო ფორმირებები
შეიყვანეს და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები
დაიწყეს, რისთვისაც მათ პასუხი უნდა აგონ.