სირიის ხელისუფლება მზადაა ალეპოს დაბომბვა 6 კვირით
შეწყვიტოს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან
დე მისტურამ განაცხადა. კონკრეტული დრო, თუ როდის შეაჩერებს ასადის ავიაცია ალეპოზე
საჰაერო იერიშებს, ჯერჯერობით უცნობია. გაერო ალეპოს გაყინული კონფლიქტის ზონად გამოცხადების
ინიციატივით გასული წლის ოქტომბრიდან გამოდის, რაც მიზნად ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების
უსაფრთხოდ შეტანას ისახავს. საბრძოლო მოქმედებები სირიაში უკვე 3 წელია გრძელდება,
რასაც 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 10 მილიონამდე კი დევნილად იქცა.