ტეხასის ფედერალურმა სასამართლომ ობამას საემიგრაციო პოლიტიკა დაბლოკა. თეთრი სახლის ახალი ინიციატივით, ქვეყანაში მყოფი 5 მილიონამდე არალეგალიემიგრანტის დეპორტაცია არ უნდა განხორციელებულიყო. საემიგრაციო კანონმდებლობის შეცვლის მცდელობა 26 შტატმა სასამართლოში გააპროტესტა, ერთ-ერთ პირველი კი, ვინც საკანონმდებლო ცვლილება დაბლოკა, ტეხასი იყო. მოსამართლე ენდრიუ ჰეინენის გადაწყვეტილებას თეთრი სახლის ლიდერი უკვე გამოეხმაურა. "მოსამართლის გადაწყვეტილების პატივისცემის მიუხედავად, მე ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. კანონი და ისტორია ჩვენს მხარეზეა,"-განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები