სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იმყოფება. დავით სანაკოევი ხელს რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი 19 თებერვლამდე გასტანს. "აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ქართული მხარის ინსინუაციები სამხრეთ ოსეთის ანექსიისა და რუსეთთან მიერთების გეგმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება,"-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ლავროვის უწყების განცხადებით, მსგავსი განცხადებებით თბილისს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია სურს.
მასალის გამოყენების პირობები