აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ბუდაპეშტში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ალყაში მოქცეულ საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს იარაღის დაყრაში ხელი არ უნდა შეუშალოს, ამბოხებულებმა კი განიარაღებულ უკრაინელ ჯარისკაცებს ოჯახებში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ. ცეცხლის შეწვეტის შეთანხმება დონბასში 15 თებერვლიდან ამოქმედდა, თუმცა ამბოხებულებმა დებალცევოზე შტურმი განახორციელეს და სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები