დებალცევოში ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელი რჩება. ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მხარი ერთხმად დაუჭირეს. იური სერგეევმა რუსული მხარე სეპარატისტების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რასაც რუსეთის წარმომადგენლის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. ვიტალი ჩურკინმა კიევი მშვიდობიანი მცხოვრებლების წინააღმდეგ აგრესიასა და სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები