დონეცკელი სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ ტყვედ 300-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე აიყვანეს. "პროცესი პერმამენტულ ხასიათს ატარებს, რადგანაც დებალცევოს ეტაპობრივად ვწმენდთ. უკრაინელები იარაღს ყრიან და გვნებდებიან,"-აცხადებენ დეფაქტო თავდაცვის უწყებაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დონბასში 15 თებჰერვლიდან ამოქმედდა, თუმცა სეპარატისტებმა დღეს დილიდან დებალცევოზე შტურმი დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქი თითქმის მთლიანად ამბოხებულთა კონტროლს ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები