უკრაინელი სამხედროები დებალცევოში პოზიციებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სპიკერმა ანდრეი ლისენკომ ოფიციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "ქალაქის შემოგარენში ინტენსიური შეტაკებები გრძელდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი სამხედროები სეპარატისტთა იერიშებს იგერიებენ. ისინი პოზიციებს ამ დრომდე ინარჩუნებენ,"-აღნიშნა ლისენკომ. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ დონეცკის დეფაქტო ლიდერები. მათი თქმით, რკინიგზის სადგური ამბოხებულთა ხელში გადავიდა, დებალცევოში მყოფი უკრაინელი სამხედროები კი იარაღს ყრიან და ტყვედ ბარდებიან.
მასალის გამოყენების პირობები