ჩრდილოეთ ოსეთში ღორის გრიპით ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, ,,როსპოტრებნადზორ"- ის რეგიონალური სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით რუსული სააგენტოები ავრცელებენ.
ხსენებული უწყების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პნევმონიით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, დაავადება ვირუსული წარმომავლობის იყო.
,,როსპოტრებნადზორი" იუწყება, რომ რესპუბლიკაში ამ დროისთვის გრიპის ეპიდემიის ზღვარი 86, 6 %-ს აღემატება.
დაავადებულთა მესამედს ვლადიკავკაზის მცხოვრებლები, უმეტესად მოსწავლეები შეადგენენ.
ჩრდილოეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის ვლადიმერ სელივანოვის თქმით, ამჟამად საავადმყოფოებში პნევმონიით დაავადებული 40 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.