უკრაინელი სამხედროები დებალცოვოში იარაღს ყრიან და სეპარატისტებს ტყვედ ბარდებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია ТСН-ის რეპორტიორი ანდრეი ცაპლიენკო იტყობინება. მისივე მტკიცებით, ამბოხებულებმა ცოტა ხნის წინ დებალცევოს მილიციის განყოფილება და რკინიგზის სადგური დაიკავეს. სეპარატისტები ალყაში მოქცეულ უკრაინელებს საარტილერიო ცეცხლით ბომბავენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინელებმა გვიან ღამით ალყის გარღვევა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა მათი მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები