ლუგანსკის დეფაქტო რესპუბლიკაში სეპარატისტები და კაზაკური შეიარაღებული ფორმირებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. დაპირისპირების მიზეზი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან კონტრაბანდული გზით შეტანილი საწვავი გახდა. ლუგანსკელმა ლიდერებმა კაზაკებს საწვავის ნაწილის დეფაქტო რესპუბლიკისთვის გადაცემა მოსთხოვეს, რაზეც კაზაკებმა კატეგორიული უარი თქვეს. ამის გამო მათ მიერ კონტროლირებად ნავთობსაცავებზე დივერსიული აქტი რამდენჯერმე განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები