უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით კიევი ვაშინგტონთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა უკრაინული "მეხუთე არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეადგინა და ამერიკულ მხარეს გადასცა იმ სამხედრო ტექნიკის სია, რომელიც ამ ეტაპზეა აუცილებელი. მოლაპარაკება ვაშინგტონთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს,"-აღნიშნა ბირიუკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები