ტრაგიკული ინციდენტი მერილენდში. 16 წლის მოზარდმა საკუთარი ოჯახის წევრები მოკლა.
ტრაგედია ქალაქ კორბინში დატრიალდა. ცოლ-ქმარ ჰენდრიკსებისა და მათი 12 წლის ქალიშვილის
ცხედრები პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯეისონ
ჰენდრიკსი შემთხვევის ადგილიდან მშობლების მანქანით მიიმალა, მაგრამ მას გზა პოლიციამ
გადაუკეტა. მოზარდმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც
ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.