იაპონია ისლამისტებთან საბრძოლველად 15 მილიონ დოლარს
გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პირველა დიპლომატმა განაცხადა. ფუმიო კისიდის განმარტებით,
სოლიდური თანხა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.
ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების გადაწყვეტილება ტოკიომ მას შემდეგ მიიღო, რაც „ისლამური
სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სიკვდილით 2 იაპონელი მძევალი დასაჯეს.