ჩეხეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული
დახმარება გაგზავნა. 4 სატვირთო ავტომანქანამ ქალაქ ზბიროგი უკვე დატოვა.
ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის საზღვარს უახლოეს ხანებში გადაკვეთს. დახმარება
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დონბასის მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. ჰუმანიტარული
დახმარების საერთო ღირებულება 285 ათას ევროს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები