რუსეთის
ეკონომიკას ხანგრძლივვადიანი ვარდნა ელის. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო
პროგნოზირებს. სილუიანოვის უწყების განმარტებით, ქვეყანაში ინვესტიციების
მნიშვნელოვანი კლება, მოსახლეობის შემოსავლების შემცირება და უმუშევრობის ზრდაა
მოსალოდნელი. რუბლის დევალვაციის გამო გაზაფხულისთვის ინფლაციის მაჩვენებელი
სავარაუდოდ 17,5 პროცენტს მიაღწევს, რასაც პროდუქტებზე ფასების მატება მოჰყვება.