ათენის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. საბერძნეთის ახალ მთავრობასთან ევროჯგუფმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული მემარცხენეები ფინანსური დახმარების პროგრამის გაგრძელებასა და ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე უარს აცხადებენ. ბერძნული მხარე შეთანხმების პირობების შეცვლას და საგარეო ვალების გადახედვას ითხოვს. ევროჯგუფისა და საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის განმეორებითი შეხვედრა სავარაუდოდ პარასკევს გაიმართება.