დებალცევოში შექმნილი მდგომარეობის გამო ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ გააკეთა. მხარეებს მან ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 129-ჯერ დაარღვიეს.
მასალის გამოყენების პირობები