მინსკის შეთანხმებით, დღეიდან კიევმა და სეპარატისტებმა კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყონ. პროცესი 2 კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ზავის რეჟიმის მიუხედავად, ლოკალური შეტაკებები დებალცევოს რაიონში ინტენსიურ ხასიათს იღებს. როგორც სეპარატისტები ირწმუნებიან, ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროები მათ ტყვედ მასობრივად ბარდებიან, რასაც უკრაინული მხარე უარყოფს. დღეს დებალცევოში შესვლას ეუთოს დამკვირვებლები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, გვიან ღამით კი კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება ტელეფონით რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერებმა განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები