მოსკოვს აფხაზეთთან საზღვრის გაუქმება სურს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა სოხუმში ვიზიტისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ეს საზღვარი უნდა მოიშალოს. ჩვენს შორის არ უნდა არსებობდეს საზღვრები. ამას ახალი ხელშეკრულებაც ითვალისწინებს,"-აღნიშნა სურკოვმა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ნაცვლად დაგეგმილი 4 მილიარდისა, აფხაზეთი რუსეთისგან ფინანსური დახმარების სახით დამატებით 5 მილიარდ რუბლს მიიღებს.