ოკუპირებუ;ლი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვსა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრა ედგა.
შეკრებილებმა შეხვედრის ფარგლებში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებული კრიმინოგენული ვიტარება განიხილეს.
საკითხი ქართული მხარის მიერ დაკავებულ სამხრეთ ოსეთის მკვიდრებსაც შეეხო.
თიბილოვის თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა 2005 წელს მათი თანამოქალაქები უკანონოდ დააკავეს და შეთითხნილი ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მან განმარტა, რომ ცხინვალი ამ საკითხს ყველა საერთაშორისო არენაზე ახმოვანებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიებშიც.
,,ჩვენ არასდროს ვივიწყებთ ჩვენს ბიჭებს. მათ პრობლემებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ყოველდღიურად ატარებენ საჭირო ღონისძიებებს. რესპუბლიკის ხელისუფლება ამ ბიჭების მშობელთა ნებისმიერ თხოვნას ითვალისწინებს და შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ზომას მიმართავს." - განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ძალისმხევის შედეგად მიაღწიეს იმას, რომ ქართულმა მხარემ პატიმრების მშობლებს მათი მონახულების, ამანათების შგზავნის და მათთან სატელეფონო საუბრის უფლება დართო.
მასალის გამოყენების პირობები