საზარელი მკვლელობა თურქეთში. 50 წლის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა და მოკლა. 20 წლის ოზგეჯან ასლანის ცხედარი პოლიციამ მკვლელობიდან 3 დღის შემდეგ მდინარეში იპოვნა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს, რომელმაც დანაშაული უკვე აღიარა. როგორც მკვლელის ჩვენებიდან ირკვევა, მას მიკროავტობუსში მხოლოდ ერთი მგზავრი ჰყავდა, რომელიც ქალაქგარეთ გაიტაცა და გაუპატიურება დაუპირა, გოგონამ კი მას წინააღმდეგობა გაუწია და სახეში მდოგვის გაზი შეასხა. ამის შემდეგ მოძალადემ გოგონას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მასზე ძალა იხმარა, შემდეგ კი ცხედარი სახლში მიიტანა და ნათესავებს გვამის მოშორებაში დახმარება სთხოვა. სამმა მამაკაცმა თავიდან ცხედრის დაწვა სცადა, რაც არ გამოუვიდათ. ამის შემდეგ მათ ცხედარი მდინარეში გადააგდეს.