საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნის გადაწყვეტილებას დეფაქტო ცხინვალი ეხმაურება. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ნატოს გეგმები საქართველოში არ შეიძლება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შეშფოთებას არ იწვევდეს. "ჩვენ ამას პროვოკაციულ აქტად ვაფასებთ და ვთვლით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გავააქტიუროთ. ასევე მნიშვნელოვანია გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ბედი, რომლებიც ქართულ ციხეებში იმყოფებიან და სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი,"-განაცხადა ჯიოევმა ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მასალის გამოყენების პირობები