გერმანიის კანცლერმა მინსკში მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ შეაფასა. ანგელა მერკელის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება მეტად "მყიფეა" და მისი შესრულება ადვილი არ იქნება. "ნათელია, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად დიდი მოცულობის სამუშაო იქნება ჩასატარებელი. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდება. ეს ძალიან ძნელი გზაა,"-აღნიშნა მერკელმა. დონბასში ზავის რეჟიმი ძალაში 15 თებერვლიდან შევიდა, თუმცა დებალცევოში ლოკალური შეტაკებები მაინც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები