ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, ფოტოსესია მოაწყო. ფოტოკამების წინ ის საკუთარ თვითმფრინავში პოზირებდა. კიმ ჩენ ინმა ფხენიანი ან-148-ით შემოიფრინა და მშენებარე მიკრორაიონი დაათვალიერა. ახლადშეძენილი თვითმფრინავი ფხენიანის ლიდერი შავი პალტოთი ზის და ვიცე-მარშალ ხვან პიონ-სოს ესაუბრება. მეორე ფოტოზე კი კიმ ჩენ ინი დედაქალაქს ილუმინატორიდან ათვალიერებს.
მასალის გამოყენების პირობები