საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ებრაელებს მოუწოდებს, ქვეყანა არ დატოვონ. მანუელ ვალსის თქმით, ებრაული სასაფლაოების შეურაცხყოფა სამარცხვინო, ანტისემიტისტური აქტია, თუმცა ეს იმის მიზეზს არ იძლევა, რომ საფრანგეთიდან ებრაელთა ემიგრაცია დაიწყოს. აღმოსავლეთ საფრანგეთში ვანდალებმა ებრაული სასაფლაო გასულ კვირას შეურაცხყვეს, რამაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფუძვლიანად აღაშფოთა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ევროპაში მცხოვრებ ებრაელებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.