გლდანის პირველ მიკრორაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიშვილმა, მერიის წარმომადგენლებმა და ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მოინახულეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით,ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 10 ჯგუფი შეიქმნება , სადაც 400-მდე პატარასთვის ხელმისაწვდომი გახდება სკოლანდელი აღზრდა. საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა. მისივე განცხადებით, მშენებლობაზე 40-მდე, ხოლო ბაგა-ბაღში პესონალის სახით კი 70-მდე ადამიანი დასაქმდება.
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით,მიმდინარე წელს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჯამში 9 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
„ვასრულებთ ჩვენი და ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დანაპირებს, რომლის ფარგლებშიც დღეს გლდანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ჯამში წელს ბაღების მართვის სააგენტოს 9 ახალი საბავშვო ბაღი უნდა ჩავაბაროთ, რაც 4 ათასამდე
იახალ ადგილს შექმნის"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნული შენობა 2 300 კვ.მ მიწის ფართობზე განთავსდება და მისი ფართი ორ სართულზე ჯამში 1 500 კვ.მ იქნება. დანარჩენ ფართზე ბავშვებისათვის მოეწყობა ეზო და გამწვანდება ტერიტორია. შენობა ადაპტირებული ქნება შშმ პირთათვის.
მასალის გამოყენების პირობები