რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ფაბიო კაპელოსთან კონტრაქტი შესაძლოა გააუქმოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის ეროვნული ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწევს. "ჩვენ ყვეlა შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ კონტრაქტი შევწყვიტოთ, რადგანაც ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია: თუ გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს, მთავარ მწვრთნელს შეგვიძლია კონტრაქტი გავუუქმოთ. ამ ეტაპზე ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგანაც ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ემზადება, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიქნებით მხოლოდ შედეგზე,"-განაცხადა ნიკოლაი ტოლსტიხმა. იტალიელ სპეციალისტს რუსეთის საფეხბურთო კავშირი კუთვნილ ხელფასს 6 თვე არ უხდიდა. საბოლოოდ 400 მილიონი რუბლი კაპელოს ბიზნესმენმა ალიშერ უსმანოვმა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები