საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არა ერთ პროექტს ახორციელებს. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს საქართველოში აჰმედ ეივეიდას და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. დავით შავლიაშვილმა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში კახეთში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.
მსოფლიო ბანკის მისიამ დადებითად შეაფასა სამინისტროს ჩართულობა როგორც მიმდინარე ასევე სამომავლო პროექტებთან მიმართებაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, თანამშრომლობას სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს.