„50-ზე მეტი ლამაზი ქალაქი, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ეწვიო" ამ სათაურით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტჟურნალი "Architecture And Design" ფოტორეპორტაჟს ამზადებს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამსტერდამის, ლონდონის, ნიუ-იორკის, სიდნეის, ბარსელონას და სხვა ქალაქებს შორის თბილისიც დასახელდა. მსოფლიოში ტურისტებისათვის მიმზიდველი ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქს 31-ე პოზიცია უკავია.
"Architecture And Design"-ს ვებგვერდს კვირის განმავლობაში 12 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. სოციალურ ქსელში "Facebook"ჟურნალს 20 მილიონამდე მოწონება აქვს.