რუსეთის სახალხო არტისტი იოზიფ კობზონი ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა. ანტიუკრაინული პოზიციისა და დონბასის კონფლიქტის ესკალაციაში შეტანილი წვლილისთვის ის "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს. კობზონის გარდა ევროკავშირის სანქციები რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, ანატოლი ანტონოვსა და არკადი ბახინს, ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, ანდრეი კარტაპოლოვსა და დუმის დეპუტატს, ვალერი რაშკინსაც შეეხო. სულ ევროკავშირის "შავი სია" 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირით გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები