დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დღეიდან ამოქმედდება.
ევროკავშირის „შავ სიაში“ დამატებით 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირი შევიდა. მათ ბრალი
აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის ესკალაციაში ედებათ. მინსკში „ნორმანდიული ოთხეულის“
შეთანხმების მიუხედავად, ბრიუსელის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირმა
ძალაში დატოვა. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ევროკავშირი
რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს.