საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ათენის ცენტრში შეკრებილმა ათობით ათასმა ადამიანმა ციპრასის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვა მოითხოვა. აქცია საბერძნეთის დედაქალაქში ევროჯგუფის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. შეხვედრაზე დღეს საბერძნეთის საგარეო ვალების საკითხს განიხილავენ. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული მემარცხენეები ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ და საგარეო ვლების რესტრუქტურიაზციას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები