ლოკალური ინციდენტების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის რეჟიმის პირობები სრულდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანელ, რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
ნორმანდიულმა ოთხეულმა დებალცევოში შექმნილი ვითარებაც განიხილა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ინტენსიურად ირღვევა. მინსკის შეტანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში 15 თებერვლიდან შევიდა, თუმცა სეპარატისტებმა დებალცევოში უკრაინული პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. სროლის ხმა ისმის გორლოვკაშიც.
ამბოხებულები ეუთოს დამკვირვებლებს მონიტორინგის წარმოების საშუალებას არ აძლევენ.