ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და უკრაინის ეროვნული ნაკრების მწრთვნელის თანაშემწემ ალექსანდრ ზავაროვმა სამხედროში გაწვევა მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშემ პაველ ტერნოვოიმ განაცხადა. "ვადასტურებ, რომ სამხედროში გაწვევა ფეხბურთის ფედერაციის 88 წევრმა, მათ შორის, ზავაროვმაც მიიღო. ჩვენს ქვეყანაში ომია და მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, სამშობლოს დაცვა ნებისმიერ მოქალაქეს ევალება,"-აღნიშნა ტერნოვოიმ.
მასალის გამოყენების პირობები