მსოფლიოს პირველი ჩოგანი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის ტურნირს გამოეთიშა. როგორც Yahoo Sports იტყობინება, სერენა უილიამსი ჯერ კიდევ ავსტრალიის ღია პირველობაზე გაცივდა და ფინალში ახველებდა კიდეც, თუმცა ტურნირის მოგება მაინც შეძლო. როგორც გამოცემა იტყობინება, 33 წლის ჩოგბურთელი 2015 წელს მხოლოდ "დიდი შლემის" ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ ის საფრანგეთის, შეერთებული შტატებისა და უიმბლდონის ტურნირებს მოიგებს, "დიდი შლემის" ტურნირებზე გამარჯვებების მაჩვენებლით ცნობილ გერმანელ ჩოგბურთელს, შტეფი გრაფს დაეწევა, რომელსაც უმაღლესი რანგის ტურნირებში 22 მოგება ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები