პაკისტანში ექიმებზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ცეცხლი მანქანას გაუხსნეს, რომლითაც პოლიომიელიტის ვაქცინა გადაჰქონდათ. ინციდენტს მანქანის მძღოლი ემსხვერპლა, მის გვერდზე მჯდომი ექიმი კი მძიმედ დაიჭრა. პაკისტანში პოლიომიელიტის ვაქცინაციის წინააღმდეგ თალიბები გამოდიან. მათი მტკიცებით, მედიცინის მუშაკთა საფარქვეშ ქვეყანაში დასავლელი ჯაშუშები მოქმედებენ და პაკისტანელი ბავშვების სტერილიზაციას ახდენენ.
მასალის გამოყენების პირობები