თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, - ინტერესთა გამოხატვას თბილისის მერია მომავალ კვირას გამოაცხადებს.
პროექტის შესახებ ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ინტერესთა გამოხატვის პირობებზე, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, განცხადებას თბილისის მერი დავით ნარმანია გააკეთებს.
ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა რეგიონების ეკონომიკური განვითარების გეგმა და რეგიონებში წარმოების მიმართულებით არსებული პოტენციალი.
საბჭო ყველა რეგიონის გუბერნატორის პრეზენტაციას მოისმენს, რის შემდეგაც, თითოეულ რეგიონში, წარმოების წახალისების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყება.