შეერთებული შტატები რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ გააკეთა.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მას შემდეგ, რაც ის რუსეთის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. ის რუსეთის ხელისუფლების პირადი მძევალია და მოსკოვმა ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ შეთანხმება უკვე არსებობს,"-აღნიშნა პსაკიმ.