ანტიკრიზისული გეგმის რეალიზაციის ფარგლებში რუსეთში შესაძლოა საპენსიო ასაკის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღონ. საკითხის შესწავლა პრეზიდენტმა პუტინმა ეკონომიკურ ექსპერტებს დაავალა. როგორც სამოქალაქო ინიციატივათა კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინი აცხადებს, საპენსიო ასაკის მატება, დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით, გარდაუვალია. ამშამად რუსეთში მამაკაცების საპენსიო ასაკი 60 წელი, ქალების საპენსიო ასაკი კი 55 წელია.
მასალის გამოყენების პირობები