პენტაგონი იმედოვნებს, რომ დონბასში ცეცხლი შეწყდება. ამის შესახებ აშშ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონტრ-ადმირალმა ჯონ ქერბიმ განაცხადა.
"ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს კონფლიქტი დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. ამიტომ, მინსკში მიღწეულ შეთანხმებას მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რომ მხარეები აღებულ ვალდებულებებს შეასრულებენ,"-აღნიშნა კერბიმ.