მასშტაბური ტერორისტული აქტი პაკისტანში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად პეშევარის პროვინცია გახდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი ხაიატაბადის რაიონში მდებარე მეჩეთში აიფეთქეს. ტერაქტს 19 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა რამდენიმე წუთის წინ თალიბანის რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.
მასალის გამოყენების პირობები